Reuters-ისა და Ipsos-ის მიერ 2025 წლის თებერვალში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქვეყნის უმდიდრეს ადამიანებთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობა 4,415-მა ამერიკელმა რესპონდენტმა მიიღო.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საზოგადოებაში ყველაზე დიდი სიმპათიით უორენ ბაფეტი სარგებლობს – მისი მხარდამჭერების რაოდენობა 52%-ს შეადგენს. ცნობისთვის, უორენ ბაფეტის ქონება $163.1 მილიარდს აღწევს და ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს. მოწონების რეიტინგში ბაფეტს ბილ გეიტსი მოსდევს 49%-ით. გეიტისის ქონება $107 მილიარდად არის შეფასებული და Forbes-ის რეალურ დროში განახლებად რეიტინგში ის მე-13 ადგილს იკავებს.

ამის შემდეგ მოდიან მილიარდერები, რომელთა მიმართ საზოგადოება უფრო კრიტიკულია. მათ შორისაა ილონ მასკი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი $367.8 მილიარდით. ის გამოკითხულთა მხოლოდ 39%-ს მოსწონს, მაშინ როცა 55% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. ამავე რაოდენობის უარყოფითი შეფასება მიიღო ჯეფ ბეზოსმაც ($194.3 მლრდ), თუმცა მას დადებითად გამოკითხულთა 29% აფასებს. ყველაზე მკვეთრი კრიტიკა კი მარკ ცუკერბერგს უკავშირდება – ის გამოკითხულთა მხოლოდ 26%-ს მოსწონს, ხოლო 64% უარყოფითად აფასებს.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ზოგიერთი მილიარდერი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობია. მაგალითად, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი – Google-ის დამფუძნებლები – რესპონდენტთა, შესაბამისად, 69% და 72%-მა საერთოდ არ იცოდა, ვინ იყვნენ. ანალოგიურად, სტივ ბალმერი და ლარი ელისონი 64-65%-ისთვის უცნობები აღმოჩნდნენ.

ვრცლად forbes.ge - ზე