ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ეკონომიკას და, როგორც ჩანს, ევროპის შრომის ბაზარი მას ვერ ეწევა.
საერთაშორისო საკადრო კომპანია Manpower-ის მიერ მომზადებული ანგარიშის „ტალანტების გლობალური დეფიციტი 2026“ თანახმად, ტალანტების დეფიციტი ყველაზე მწვავედ ხელოვნური ინტელექტისა და IT სექტორებშია.
41 ქვეყნის 39 000 დამსაქმებლის კვლევამ აჩვენა, რომ ათიდან თითქმის შვიდ კომპანიას უჭირს შესაფერისი კანდიდატების პოვნა.
პრობლემის მასშტაბები პანდემიის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა: თუ 2016 წელს მენეჯერების 40% შესაბამისი პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებულ სირთულეებს უჩიოდა, 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი 72%-მდე გაიზარდა.