ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების აღდგენა ნავთობის დეფიციტის პრობლემის სწრაფი მოგვარების გარანტიას არ იძლევა , რადგან ბლოკადის თითქმის ოთხი თვის განმავლობაში მსოფლიომ დაახლოებით 1.15 მილიარდი ბარელი ნავთობი დაკარგა, – CNN-ი Kpler-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ამის გამო, ფიზიკური რეზერვები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა და სრუტის გახსნამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს ნედლეულის საკმარისად სწრაფი მიწოდება მათი სრული ამოწურვის თავიდან ასაცილებლად, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

მაშინაც კი, თუ გლობალური ბაზარი დღეში თითქმის 5 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის წარმოებას დაიწყებს, ვიდრე მოიხმარს, როგორც ამას საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო პროგნოზირებს, დაკარგული 1.15 მილიარდი ბარელის აღდგენას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

ვრცლად liga.net – ზე