რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.
რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების „შავი სია“, რომელთაც არ აქვთ ქვეყანაში შესვლის უფლება.
დორინ რეჩანის თქმით, მოლდოვა არ დაუშვებს ქვეყანაში მათ, ვინც „პროპაგანდას და ომს თესავს“ და ვინც ქვეყანაში შესვლას არ იმსახურებს.