ბრიტანეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურის (MI6) უფროსმა, რიჩარდ მურმა პრაღაში, თავის იშვიათ საჯარო გამოსვლაში პირველად დაადასტურა, რომ კერძო სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის“ ბოსმა, ევგენი პრიგოჟინმა მართლაც დადო შეთანხმება რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან, რათა დაესრულებინა მისი „მარში“ მოსკოვში, 24 ივნისის წარუმატებელი აჯანყების დროს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მაღალჩინოსანმა ასევე ისაუბრა პრიგოჟინის ადგილსამყოფელსა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, CNN-ის კითხვას იყო თუ არა პრიგოჟინი „ცოცხალი და ჯანმრთელი", მურმა უპასუხა, რომ მისი სააგენტოს შეფასებით, „ვაგნერის“ ლიდერი ჯერ კიდევ „დინებას მიჰყვება.“

მურმა აღნიშნა, რომ რთული იყო დასკვნის გამოტანა თავად ვაგნერის, როგორც დაქირავებული ჯგუფის ბედზე, მაგრამ ისინი „როგორც ჩანს, არ არიან დაკავებულები უკრაინაში“ და რომ „როგორც ჩანს, მათი ნაწილები ბელორუსიაში ჩავიდნენ.

მურის შეფასებით, ჩინეთი კრემლის მეთაურის მუდმივი მხარდაჭერის გამო „აბსოლუტურად თანამონაწილეა ამ შეჭრაში." მანვე აღნიშნა, რომ ირანის მხარდაჭერამ რუსეთისადმი, მის მაღალჩინოსნებში განხეთქილება გამოიწვია.

„ირანს აშკარად სურს ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება მეტი ფული გამოიმუშაოს,“ - აღნიშნა MI6-ის ხელმძღვანელმა.

europetime.eu