კრემლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვსა და რუსეთის გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის ბოლომდე საბრძოლო მოქმედებების შეჩერება დაავალა.
კრემლი ამავდროულად ირწმუნება, რომ რუსი სამხედროები უკრაინის მხრიდან „შესაძლო პროვოკაციებისა“ და „აგრესიული ქმედებების“ შეჩერებისთვის მზად უნდა იყვნენ.
„მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან, აღდგომასთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 2026 წლის 12 აპრილის ბოლომდე ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა“, - წერია სამთავრობო მედიისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.