მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთში ბირთვული იარაღის არსებობა ან არარსებობა არ არის ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს ამ ომის საერთო განტოლებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ბირთვულმა საფრთხემ არ უნდა იმოქმედოს უკრაინელების გადაწყვეტილებაზე, დაიცვან საკუთარი თავი.

„ბირთვულმა საფრთხემ არანაირად არ უნდა იმოქმედოს უკრაინელების გადაწყვეტილებაზე დაიცვან საკუთარი თავი ან ჩვენი მოკავშირეების გადაწყვეტილებაზე, მხარი დაგვიჭიროს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღის არსებობა უნდა გახდეს სტიმული კაპიტულაციისთვის, დაფიქრდით: რა სიგნალს უგზავნის ეს დანარჩენ მსოფლიოს? „საერთაშორისო სამართალი არ მუშაობს, არავინ დაგიცავს, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდენი?“ ამის ნაცვლად, პუტინი ყოველ ჯერზე მკაფიო სიგნალს უნდა იღებდეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან: როგორც კი რუსული ხელი პანდორას ყუთს მისწვდება, დაუყოვნებლად მოიჭრება“, - წერს პოდოლიაკი.