რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თებერვალში თურქეთში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით,  ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტსაც გეგმავს.