კვლე­ვამ ობო­ბა-მა­ი­მუ­ნებ­ში პრი­მა­ტე­ბის აქამ­დე უც­ნო­ბი უნა­რი გა­მო­ავ­ლი­ნა - რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ საკ­ვე­ბის პოვ­ნის სა­კუ­თა­რი სის­ტე­მა აქვთ და ერ­თმა­ნეთ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას ამ სის­ტე­მის მი­ხედ­ვით ავ­რცე­ლე­ბენ.

  • დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მწი­ფე და სა­უ­კე­თე­სო საკ­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას, სამი ან მეტი ინ­დი­ვი­დის ქვეჯ­გუ­ფე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში “ინ­სა­ი­დე­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას“ ცვლი­ან, რაც სა­ბო­ლო­ოდ დიდ ჯგუფ­ზე ვრცელ­დე­ბა და ბო­ლოს ყვე­ლა იქ იყ­რის თავს, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ეს ნიშ­ნავს რომ მათ შე­უძ­ლი­ათ არა მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის­თვის ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა, არა­მედ "ფრაგ­მენ­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ახა­ლი ცოდ­ნის შე­საქ­მნე­ლად“.

ჟურ­ნალ NJP Complexity-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია:

"მა­გა­ლი­თად, თუ ინ­დი­ვი­დე­ბის ერთი ჯგუ­ფი ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას საკ­ვე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ხოლო მე­ო­რე ჯგუ­ფი ინ­ფორ­მა­ცი­ას მისი დამ­წი­ფე­ბის დრო­ის შე­სა­ხებ - სა­ბო­ლო­ოდ ორი­ვე მხა­რე აერ­თი­ა­ნებ­და ცოდ­ნას და ყვე­ლა მათ­განს ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ზუს­ტად იმ ად­გილ­ზე და იმ დროს მი­სუ­ლიყ­ვნენ საკ­ვე­ბად, რო­დე­საც ის სა­უ­კე­თე­სო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო".

კვლე­ვამ და­ას­კვნა, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი "ბუ­ნებ­რივ გა­რე­მო­ში კო­ლექ­ტი­უ­რი ინ­ტე­ლექ­ტის და­მა­ჯე­რე­ბელ მა­გა­ლითს“ წარ­მო­ად­გენს და პრი­მა­ტებ­ში ინ­ტე­ლექ­ტის ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დას­ვლას ნიშ­ნავს.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჰე­რი­ოტ-ვა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის, ედინ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის და მექ­სი­კის ეროვ­ნუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი.

ჯგუფ­მა ობო­ბა მა­ი­მუნ­თა ჯგუ­ფე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი 2012 წლის იან­ვრი­დან 2017 წლის დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში შე­აგ­რო­ვეს და გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს.

ეს სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყო­ფად მი­იჩ­ნე­ვა.

წყა­რო

www.ambebi.ge