პორტუგალია პენსიონერებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის მსოფლიოში პირველ ადგილზეა – „ევროპულსი“ წერს, რომ ამის შესახებ ნათქვამია 2025 წლის გლობალურ ანგარიშში საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. გასულ წელს ქვეყანამ მეორე ადგილი დაიკავა.
რეიტინგში, რომელშიც 44 ქვეყანაა შეტანილი, აღნიშნულია, რომ ყველა მაჩვენებლით პორტუგალია იდეალური ქვეყანაა ფიქსირებული შემოსავლის მქონე პენსიონერებისთვის.
პორტუგალია ხანდაზმულ ადამიანებს იზიდავს მაღალი ცხოვრების სტანდარტით, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისით, უსაფრთხოების მაღალი დონით, განვითარებული სოციალური ინფრასტრუქტურით, გლობალური მშვიდობის ინდექსში მაღალი რეიტინგით და ინგლისური ენის ცოდნის დონით.