ავტომწარმოებელმა Porsche-მ საკუთარი ლოგო განაახლა, რომელიც 2008 წლიდან არ შეცვლილა. ახალ ლოგოში ცვლილებები რთულად შესამჩნევია და მათ საპოვნელად დიზაინერის მახვილი თვალი ან შესაძლოა სათვალეც კი დაგჭირდეთ.
კომპანიამ ლოგოს განახლება 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწყვიტა. ლოგოს ფორმა არ შეცვლილა, თუმცა მისი გლუვი ზედაპირი საშუალებას იძლევა წარწერა უკეთ ჩანდეს.
გერბზე წითელი ხაზები ბოჭკოვანი გამოსახულებით შეიცვალა, ცენტრში კი ქალაქი შტუტგარტის სახელი გამოიკვეთა.
მანქანებზე ლოგოს განახლებული ვერსია 2023 წლის ბოლოს გამოჩნდება.