რუსეთის მიერ ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების საპასუხოდ, პოლონეთს სურს ნატოს ქვეყნების  ბირთვული გაცვლის პროგრამას შეუერთდეს.

როგორც უკრაინული მედია Polsat News-ზე დაყრდნობით იუწყება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთი დაინტერესებულია ნატოს ბირთვული გაზიარების პროგრამაში მონაწილეობით

"საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებზე. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ნებას ვიმოქმედოთ ამ საკითხში სწრაფად", - განაცხადა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ სურთ გულხელდაკრეფილი ჯდომა, სანამ პუტინი მუქარებს აფრქვევსა.“