პეკინში, საავადმყოფოში ხანძარს 29 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პაციენტი კი დაშავებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ცეცხლი ინტენსიური თერაპის განყოფილებაში გაჩნდა.

 

დაღუპულთა შორის თითქმის ყველა პაციენტია. ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობის ფანჯრებიდან ზეწრების გამოყენებით თავის დაღწევას ცდილობენ.

 

ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია.