ინტერნეტი მსოფლიოს მხოლოდ ორი მესამედი იყენებს. Statista.com-ს 2023 წლის მონაცემებით, ინტერნეტთან წვდომა 5.18 მილიარდ ადამიანს აქვს.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გარდა, მნიშვნელოვანია ინტერნეტის სიჩქარე. ამ მაჩვენებლით კი მსოფლიოში უთანასწორო მდგომარეობაა.

ფიქსირებული ინტერნეტი მსოფლიოს 181 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ამ მხრივ, გლობალური საშუალო 79.28 მბ/წმ-ში შეადგენს. ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის მხრივ, მსოფლიოს უდავო ლიდერი სინგაპურია, ხოლო ბოლო ადგილს კუბა იკავებს. თუ სინგაპურში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე 241.35 მბ/წმ-ია, კუბაზე ის მხოლოდ 1.93 მბ/წმ-ია.

ქალაქები სადაც ფიქსირებული ინტერნეტი ყველაზე სწრაფია:

პეკინი, ჩინეთი - 268.09 მბ/წმ
ვალპარაისო, ჩილე - 265.16 მბ/წმ
აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 259.60 მბ/წმ
შანხაი, ჩინეთი - 233.54 მბ/წმ
ლიონი, საფრანგეთი - 232.40 მბ/წმ
მადრიდი, ესპანეთი - 225.89 მბ/წმ
ბანკოკი, ტაილანდი - 225.21 მბ/წმ
ნიუ-იორკი, აშშ - 224.37 მბ/წმ
ბუქარესტი, რუმინეთი - 216.21 მბ/წმ
კოპენჰაგენი, დანია - 208.64 მბ/წმ