პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინაში პოლიცია ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომიტეტი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, ჩხრეკა საფრანგეთის ეროვნული ფინანსური პროკურატურის დავალებით ხორციელდება.

„ამჟამად მიმდინარეობს ჩხრეკა საორგანიზაციო კომიტეტის შტაბ-ბინაში“, - ნათქვამია Paris 2024-ის განცხადებაში. „პარიზი 2024 სრულად თანამშრომლობს გამომძიებლებთან, რათა ხელი შეუწყოს გამოძიების პროცესს“, - აცხადებენ კომიტეტში და დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება. პარაოლიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე.