ხშირი ავარიების გამო, რომლებიც ზოგჯერ ფატალურად სრულდება, ევროპის ბევრი ქალაქი ელექტრო სკუტერების გამოყენების წესებს ამკაცრებს ან საერთოდ აუქმებს მათი გაქირავების სერვისს. ამ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთიც.

პარიზის მერიამ გადაწყვიტა, შემოდგომიდან ელექტრო სკუტერების გაქირავების კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გაახანგრძლივოს. ეს გადაწყვეტილება საქალაქო რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს, სადაც უმრავლესობამ მსგავსი სერვისის გაუქმებას დაუჭირა მხარი.

Reuters-ი წერს, რომ გამოკითხული მოქალაქეების თითქმის 89% ქალაქში ელექტრო სკუტერებისა და მსგავსი მოწყობილობების რაოდენობის შემცირების მომხრე იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხმის მიცემის უფლების მქონეთა მხოლოდ 7.46%-მა მიიღო მონაწილეობა ამ „მიკრო რეფერენდუმში“. რამაც მაშინვე გამოიწვია დაპირისპირება: პარიზის მერს ანა იდალგოს პოპულიზმსა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში ადანაშაულებენ.

2021 წელს საფრანგეთში სკუტერის მართვისას მომხდარი ავარიების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. 2022 წელს პარიზში 459 ავარია დარეგისტრირდა, რომლებიც დაკავშირებული იყო ელექტრონული სკუტერებთან, აქედან 3 ფატალურად დამთავრდა.

რაც შეეხება მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებს, მადრიდმა 2018 წელს შეზღუდა ელექტრო სკუტერების გაქირავების სერვისი; ბარსელონაში ამ მოწყობილობის ატანა აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხოლო კოპენჰაგენმა და მონრეალმა უბრალოდ ეს პრაქტიკა საერთოდ აკრძალეს.

რაც შეეხება თელ-ავივს, Reuters-ი წერს, რომ იქ სასწრაფო დახმარების ოთახები ელექტრო სკუტერების ავარიების მსხვერპლებითაა გადატვირთულია, აქედან 70%-ს არ ეკეთა ჩაფხუტი, ხოლო 20% მართვისას ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ისრაელის ქნესეთმა მათი გამოყენების წესები გაამკაცრა და ჯარიმები შემოიღო.

პარიზში 135-ევროიანი ჯარიმა დაწესდა ელექტრო სკუტერით 2 ადამიანის და მისი ტროტუარზე  გადადგილებისას. აღნიშნული შეზღუდვების მიზანი ქალაქებში ელექტროსკუტერების რაოდენობის შემცირებაა, მაგრამ ეს შეზღუდვები არ იმოქმედებს მათზე, ვინც ამ მოწყობილობებს ფლობს.