პანტონმა უკვე გაგვაცნო 2026 წლის ფერების ტრენდები, ახლა კი სპორტული ფეხსაცმელების პალიტრა წარმოგვიდგინა — Allbirds-თან ერთად, სპორტული ფეხსაცმელები ფერთა 19 სპექტრში გამოუშვა. Cruise in Color-ის სერიას Allbirds-ის Wool Cruiser ნეიტრალური ტონების მიღმა გაჰყავს და მას სტილის ძირითად ელემენტად, თვითგამოხატვის საშუალებად აქცევს.
განსხვავებული პიროვნებების ამსახველი მრავალფეროვანი სურათის შესაქმნელად კოლექცია PANTONE-ის ხუთ ექსკლუზიურ ელფერს წარმოგიდგენთ, მათ შორისაა Sapphire Blue, Zesty Citron, Vibrant Blossom, Golden Sunshine და Granite Gray.
ლურჯი ელეგანტურობასა და დახვეწილობაზე მეტყველებს, სალათისფერი თამამ განახლებაზე, ვარდისფერი რომანტიკულ სითბოზე, ყვითელი ოპტიმიზმზე და ნაცრისფერი თავდაჯერებულობაზე. ასე კი ქმნის შესაძლებლობას მომხმარებლებისთვის, აირჩიონ ფერი, რომელიც მათ განწყობას შეეფერება.
PANTONE x Allbirds-ის სპორტული ფეხსაცმელები, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვისაა ხელმისაწვდომი, ფასი 100 დოლარია.