ChatGPT ჩატბოტის შემქმნელი OpenAI ყიდულობს Statsig-ს, სტარტაპს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციების ტესტირებისთვის ინსტრუმენტებს ქმნის.

გარიგების ღირებულების გადახდა მთლიანად OpenAI-ის აქციებით მოხდება. OpenAI-ის ამჟამინდელი 300 მილიარდი დოლარის შეფასების საფუძველზე, გარიგების ფასი დაახლოებით 1.1 მილიარდი დოლარი იქნება.

Statsig–ის აღმასრულებელი დირექტორი ვიჯაი რაჯი OpenAI აპლიკაციების ტექნიკურ დირექტორად დაინიშნება და ChatGPT-ისა და Codex-ის საინჟინრო განვითარებას უხელმძღვანელებსბ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

წყარო: Interfax