ამერიკულმა OpenAI-მ 122 მილიარდი დოლარის საინვესტიციო რაუნდი დაასრულა, – განაცხადა კომპანიამ. მისი შეფასება, ინვესტირებული სახსრების გათვალისწინებით, 852 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
„ეს დაფინანსება გვაძლევს რესურსებს, რათა შევინარჩუნოთ ლიდერობა იმ მასშტაბით, რასაც ეს მომენტი მოითხოვს“, - განაცხადა OpenAI-მ.
სილიკონის ველის ისტორიაში ყველაზე დიდი ბოლო რაუნდის წამყვანი ინვესტორები იყვნენ კომპანიის სტრატეგიული პარტნიორები Amazon.com Inc., Nvidia Corp. და SoftBank.