Nvidia Corporation-ის მუდმივმა ზრდამ ნახევარგამტარული გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია გაზარდა. ეს დაეხმარა კომპანიას მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის ტიტულის მოპოვებაში, ამის შესახებ Bloomberg წერს.

მიმდინარე წლის 18 ივნისს Nvidia-ს აქციები 4%-ით, დაახლოებით $3,3 ტრლნ-მდე გაიზარდა, Microsoft Corp-ს. და Apple Inc-ის აქციების ფასს გადააჭარბა. ამ თვის დასაწყისში Nvidia-მ 2002 წლის შემდეგ პირველად გადაუსწრო Apple-ს საბაზრო ღირებულებით. გასულ კვირას Apple-მა ასევე გადაუსწრო Microsoft-ს და პირველი ადგილი დაიკავა.

სააგენტო წერს, რომ ეს რეიტინგი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ბევრი ინვესტორი აქცევს ყურადღებას AI-ს. Nvidia ითვლება ამ ტექნოლოგიის უდიდეს და ადრეულ ბენეფიციარად, რადგან ის დომინირებს ბაზარზე თავისი უაღრესად მოთხოვნადი ჩიპებით, რომლებიც ეხმარება მონაცემთა ცენტრებს შეასრულონ AI აპლიკაციებისთვის საჭირო რთული გამოთვლითი ამოცანები. მისი H100 ამაჩქარებლებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება, რამაც გასულ წელს ჩიპმწარმოებლის გაყიდვები 125%-ზე მეტით გაზარდა.

მედიის ცნობით, Nvidia-ს აქციების ფასის სწრაფმა ზრდამ კომპანიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია. წლის დასაწყისიდან მისი ქონება 70 მილიარდ დოლარზე მეტით გაიზარდა და 115 მილიარდ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც ის Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.