ხელოვნური ინტელექტი განვითარებად ქვეყნებს საშუალებას მისცემს, შეამცირონ ტექნოლოგიური ჩამორჩენა განვითარებულ ქვეყნებთან, – პროგნოზირებს Nvidia Corp-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.

„ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად შეავსებს ტექნოლოგიურ ხარვეზს“, - განაცხადა მან დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) და აღნიშნა ტექნოლოგიის ხელმისაწვდომობა და გავრცელება.

მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი „ხუთფენიანი ტორტია“, რომელიც შედგება ენერგიის, ჩიპების გამოთვლითი ინფრასტრუქტურით, ღრუბლოვანი მონაცემთა ცენტრების, ხელოვნური ინტელექტის მოდელებისა და აპლიკაციებისგან. თითოეული ფენა უნდა აშენდეს და ფუნქციონირებდეს, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას მთელ ეკონომიკაში - ენერგეტიკიდან და მშენებლობიდან დაწყებული, მოწინავე წარმოებით, ღრუბლოვანი ოპერაციებითა და აპლიკაციების შემუშავებით დამთავრებული, – თქვა ტოპ მენეჯერმა.

ვრცლად interfax – ზე