ბრაზიულიურმა ფინტექ ბანკმა, სახელად Nubank, შტატებში საქმიანობის დაწყებისთვის ლიცენზიის მისაღებად განაცხადი შეიტანა.

განაცხადი შეტანილია შტატების ვალუტის კონტროლის ოფისში, რომელიც ქვეყანაში შესვლის მსურველ უცხოური საფინანსო ინსტიტუტებზე ლიცენზიებს გასცემს. განაცხადის შეტანისთანავე Nu Holdings-ის, ანუ Nubank-ის მფლობელი კომპანიის აქციების ფასი ამერიკულ ბირჟებზე 1%-ით გაიზარდა.

ბანკის მენეჯმენტის განმარტებით, აქცენტი მომავალშიც, ძირითადად, არსებულ და ათვისებულ ბაზრებზე დარჩება, ამერიკაში ოპერირებით კი დადგინდება, რამდენად აქვს კომპანიას უცხო გარემოში ადაპტირების და გლობალურ ბრენდად ქცევის პერსპექტივა.

შეგახსენებთ, Nubank არის ლათინური ამერიკის უმსხვილესი ციფრული ბანკი, რომელსაც 120 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.ის ძირითადად ბრაზილიაში, მექსიკასა და კოლუმბიაში იყო წარმოდგენილი. აქამდე Nubank-ი ლათინურ-ამერიკის საზღვარს არასდროს გასცდენია.