დანიური ფარმაცევტული კომპანია Novo Nordisk-ის აქციები ერთ დღეში თითქმის 20%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2026 წელს გაყიდვების შემცირების შესახებ გააფრთხილა, იუწყებიან Bloomberg-ი და Financial Times-ი.

Novo Nordisk-ი გაყიდვების 5%-დან 13%-მდე შემცირებას ელის.

ასეთ ვარდნას ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ანალიტიკოსებიც კი არ ელოდნენ, აღიარა კომპანიის ინვესტორმა, ArthaScope-ის წარმომადგენელმა ლარს გიტინგმა.

ცუდი პროგნოზები, პირველ რიგში, დაკავშირებულია „ფასებზე უპრეცედენტო ზეწოლასთან“, მას შემდეგ, რაც კომპანია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეთანხმების ფარგლებში დათანხმდა, რომ თავისი ინიექციური პრეპარატების, Ozempic-ისა და Wegovy-ის ღირებულება თვეში 1000 დოლარზე მეტიდან 350 დოლარამდე შეემცირებინა.

ვრცლად liga.net – ზე