შვეიცარიულმა კომპანია Novartis AG-მ გამოაცხადა, რომ 12 მილიარდ დოლარად ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Avidity Biosciences Inc.-ს ყიდულობს.

Novartis-ი Avidity-ის აქციაში 72 დოლარს გადაიხდის, რაც 24 ოქტომბრის დახურვის ფასთან შედარებით 46%-იან პრემიას წარმოადგენს.

Avidity-ის პორტფოლიო მოიცავს კუნთოვანი დისტროფიის სხვადასხვა ფორმის სამკურნალო სამ პრეპარატს, რომლებიც ამჟამად კლინიკურ კვლევებშია. ამ პრეპარატების აშშ-ში გამოყენების დამტკიცება შესაძლებელია უკვე 2027 წელს.

გარიგების პირობების თანახმად, Novartis არ შეიძენს ამერიკული კომპანიის გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების შემუშავების ოპერაციებს. Avidity მათ ცალკე კომპანიად გამოყოფს.

გარიგებას მხარი დაუჭირეს ორივე კომპანიის დირექტორთა საბჭოებმა, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა Avidity-ის აქციონერებისა და მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცება. მხარეები გარიგების დახურვას 2026 წლის პირველ ნახევარში გეგმავენ.

Avidity-ის აქციები წლის დასაწყისიდან 69%-ით გაიზარდა, Novartis-ის ინტერესის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი.

წყარო: interfax