ნორვეგიის მთავრობა გეგმავს, 16 წლამდე ბავშვებს შეუზღუდოს წვდომა იმ სოციალურ პლატფორმებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ ემოციურ, კოგნიტურ ან ფიზიკურ განვითარებას.

მთავრობის განმარტებით, შეზღუდვა გავრცელდება ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა TikTok, Snapchat და Roblox. რეგულაცია შესაძლოა მოიცავდეს მავნე ონლაინთამაშებსა და შეტყობინებების სერვისებსაც.

შეზღუდვის მიზეზებია მავნე კონტენტთან წვდომა, დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციები, უკანონო რეკლამა და უცხო პირებისგან არასასურველი კონტაქტი. ასაკის გადამოწმებაზე პასუხისმგებლობა თავად ტექნოლოგიურ კომპანიებს დაეკისრებათ.

მთავრობა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს.