Human Mobile Devices (HMD), რომელიც ცნობილია როგორც Nokia-ს ბრენდის ტელეფონების მწარმოებელი, ბარბის თემატიკის გაჯეტს უშვებს, მაგრამ, ეს არ იქნება სმარტფონი. HMD-მა ამერიკულ კომპანია Mattel-თან იწყებს თანამშრომლობა, რომელიც სპეციალიზებულია ისეთი სათამაშოების წარმოებაში, როგორიცაა Barbie. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, მარტივი Barbie Flip Phone გამოვა.

„მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ ინოვაციური პარტნიორობა Mattel-თან და Barbie-სთან. Barbie Flip Phone ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის ზაფხულში. ეს რეტრო ტელეფონი შეცვლის ხელწერას სმარტფონების კულტურაში და ამ ზაფხულის ყველაზე „ცხელი“ აქსესუარი გახდება“, - ნათქვამია HMD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. HMD-ს ჯერ არ გაუმხელია რაიმე დეტალი ახალი მოწყობილობის შესახებ, მათ შორის არც ფასი და არც სხვა სპეციფიკაციები.

შეგახსენებთ, რომ ფინურმა კომპანია HMD-მა საქმიანობა 2016 წელს დაიწყო და Microsoft Mobile-ის მემკვიდრემ Nokia 2014 წელს გამოისყიდა. გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია განიხილავდა Nokia-ს ბრენდზე უარის თქმას, წელს კი კომპანია გეგმავს, რომ პირველი სმარტფონი წარადგინოს ახალი ბრენდის ქვეშ.