ნიუ-იორკში, Rockaway Beach-ზე 65 წლის ქალს ზვიგენი დაესხა თავს.

მაშველებმა დაზარალებული წყლიდან ამოიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია. მას ბარძაყზე ღრმა ნაკბენი აქვს.

როგორც New York Times-ი პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება, ქალმა კბენის შედეგად წონაში დაახლოებით 9 კგ დაიკლო.

ვებსაიტის Global Shark Attack File-ის მიხედვით, რომელიც ადამიანებზე ზვიგენების თავდასხმებს აკვირდება, ბოლოს მსგავსი რამ ნიუ-იორკში 1958 წელს მოხდა.

საერთო ჯამში, 1837 წლიდან ნიუ-იორკში ადამიანებზე ზვიგენის 20 არაპროვოცირებული თავდასხმა მოხდა.