ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ ახალი ზომები გამოაცხადა, რომლებიც ქალაქში იმიგრანტების უფლებებს დაიცავს.
მამდანიმ ხელი მოწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ქალაქის უწყებები ვალდებულნი არიან, დაიცვან იმიგრანტების პირადი ინფორმაცია და არ გაუზიარონ იგი ფედერალურ სამიგრაციო სამსახურს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ასევე, ფედერალური სამიგრაციო ორგანოები ვერ შევლენ ქალაქის დაწესებულებებსა და შენობებში სასამართლოს ნებართვის გარეშე.
„ნიღბიანი აგენტები, რომლებიც ჩვენივე გადასახადებით არიან დაფინანსებული, არღვევენ კონსტიტუციას. ეს ბრძანება ჩვენი ვალდებულების ფართო დადასტურებაა ჩვენი მეზობლებისა და საერთო უსაფრთხოების მიმართ. კიდევ ერთხელ ნათლად ვამბობთ, რომ საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური ვერ შევა ნიუ იორკის შენობებში საქმის ორდერის გარეშე. არცერთ ნიუიორკელს არ უნდა ეშინოდეს ქალაქის სერვისებით სარგებლობის“, – აღნიშნავს მამდანი.
ამასთან, ნიუ იორკის მერის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ჩატარდება კამპანია, რომელიც ნიუიორკელებს ინფორმაციას მიაწვდის მათი უფლებების შესახებ ფედერალურ სამიგრაციო ორგანოებთან ურთიერთობისას.