იაპონური Nissan Motor პოზიციების 20%-ს შეამცირებს მენეჯმენტის მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში.
კომპანიის მენეჯმენტს ექნება ერთი დონის სტრუქტურა, რომელიც გააუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეს და ეფექტურობას, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
Nissan-მა ადრე განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები აღმასრულებელ კომიტეტში და სხვა გადაადგილებები მენეჯმენტში.
ცვლილებები ძალაში შევა 1 აპრილიდან – კომპანიის ახალი პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, აივან ესპინოზას მიერ თანამდებობის დაკავებასთან ერთად.