სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ეკატერინბურგში მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინდუსტრია 360: წარმოება საზღვრების გარეშე“, პლენარულ სესიაში, რომელიც მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“, ფარგლებში გაიმართება.

ასევე დაგეგმილია ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, მიხაილ მიშუსტინთან.

ეს ფაშინიანის პირველი საქმიანი ვიზიტია სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.