Nike-ის 260 დოლარიანი სპორტული ფორმა, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს დაკავებისას ეცვა, რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.
აშშ-ის მიერ კარაკასიდან, პირდაპირ საპრეზიდენტო რეზიდენციიდან აყვანილი ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ფოტოების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელებში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო მადუროს სამოსმა.
ხელბორკილებიანი ნიკოლას მადურო Nike-ის ნაცრისფერ სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი. ორეულის ფასი საიტზე 260 დოლარია ( ჰუდი - 160 დოლარი. შარვალი - 120 დოლარი)
ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც აშშ-მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავა, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე გუშინ წარსდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ.