ნიდერლანდებში ჩრდილოეთ ბრაბანტის რეგიონში ყველის მწარმოებელს ტონაზე მეტი ყველი მოიპარეს. ამის შესახებ Dutch News წერს.
გამოცემის ცნობით, დაზარალდა ვილკო და კრომის საოჯახო ყველის ქარხანა Nieuwerwets-ი კნეგსელში. თავად მწარმოებელმა განმარტა, რომ, სავარაუდოდ, დანაშაული წინასწარ იყო მომზადებული. მან ასევე უარი თქვა ზარალის ოდენობის გამჟღავნებაზე, რათა „სხვა ადამიანებს იდეები არ მიაწოდოს“.