ნიდერლანდების მთავრობის ინფორმაციით, ტელეფონი და სხვა მსგავსი მოწყობილობები საკლასო ოთახებში აიკრძალება. ინიციატივა ძალაში, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან შევა.
მთავრობის ინფორმაციით, კანონში გათვალისწინებული იქნება გამონაკლისი შემთხვევებიც.
სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა დაკავშირებულია სწავლის გაუმჯობესებულ უნარებსა და კონცენტრაციასთან.
დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც განიხილება სასკოლო ოთახებში ტელეფონის გამოყენების აკრძალვა.