Nestle-მ ბავშვთა კვების რამდენიმე პროდუქტი ევროპის ბაზრიდან გაიწვია იმის გამო, რომ ისინი შეიცავენ ტოქსინს, რომელმაც შეიძლება საკვებით მოწამვლა გამოიწვიოს.

ბავშვთა კვების პროდუქტების მსოფლიო გიგანტმა განაცხადა, რომ მისი SMA® ჩვილის ფორმულის და Follow-on ფორმულის ( Stage 2) კონკრეტული პარტიები არ იყო უსაფრთხო ჩვილებისთვის, რადგან მათში შეიძლება აღმოჩნდეს ცერეულიდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება მოხმარებისას.

ქსელიდან ამოღებული პროდუქტის კოდები მითითებულია Nestle-ს საიტზე.

Nestle დაზარალებულ მომხმარებლებს თანხის დაბრუნებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ პრობლემა გამოიწვეული იყო მისი ერთ-ერთი კონტრაქტორის მიერ მიწოდებული ინგრედიენტით.

ცნობისთვის, დეკემბერში, Nestle-მ ტოქსინ ცერულიდის აღმოჩენის გამო ევროპის ბაზრიდან უკან გაიწვია NAN Sensilac 1-ის ჩვილების საკვები.