ნავთობის ფასები ხუთშაბათს დღისით მკვეთრად იზრდება და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შენარჩუნების ფონზე, ბოლო სამი კვირის მაქსიმუმზე იმყოფება.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 2.30 დოლარით (2.51%-ით) გაიზარდა და ბარელზე 93.92 დოლარი შეადგინა. ვაჭრობის დასაწყისში კოტირებები ბარელზე 94 დოლარს აღემატებოდა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი 2.12 დოლარით (2.47%-ით) გაიზარდა და ბარელზე 87.95 დოლარი შეადგინა.