გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, პოლონეთმა და რუმინეთმა ახალი იარაღის სისტემის განთავსება დაიწყეს რუსული დრონებისგან თავის დასაცავად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში NATO-ს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია.
AP-ს ცნობით, საუბარია ამერიკულ Merops-ის სისტემაზე, რომელსაც დრონების იდენტიფიცირება და შემდგომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მათი ჩამოგდება შეუძლია, როცა მიმდინარეობს სატელიტური ან ელექტრონული კომუნიკაციების ჩახშობა. ამასთან, სისტემა საკმარისად მცირე ზომისაა, რათა მისი დამაგრება პიკაპის ტიპის ავტომობილზე მოთავსდეს.
NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნებმა AP-ს განუცხადეს, რომ პოლონეთისა და რუმინეთის გარდა Merops-ს დანიაც გამოიყენებს, რაც ზოგადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხრივ ძალისხმევის ნაწილია.
მაღალჩინოსნების თქმით, ამ ზომების მიზანია, რუსეთთან საზღვარი იმდენად კარგად შეიარაღებული იყოს, რომ რუსეთის ძალებმა არც კი განიხილონ საზღვრის გადაკვეთა, ჩრდილოეთში ნორვეგიიდან, სამხრეთში თურქეთამდე.