უახლესი აღმოჩენით, NASA-ს Perseverance-მა მარსზე უძველესი მდინარის კალაპოტის ნაშთები აღმოაჩინა. ამის შესახებ Space Explored წერს.
ახალ სურათების მიხედვით, NASA-ს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მარსის ამ მონაკვეთზე შეიძლება ღრმა და სწრაფი დინების მდინარე ყოფილიყო.
2021 წლის თებერვალში როვერი Perseverance-ი დახმელეთდა მარსს იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ჯეზეროს კრატერი. მას 750 მილი სიგანე (1200 კილომეტრი) აქვს და უძველესი მეტეორიტის შეჯახების ადგილია. 3,5 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ ამ ადგილზე შესაძლოა დიდი ტბა იყო, მდინარეების რთული ქსელით.
მაშინ ჯეზეროს კრატერი NASA-ს Perseverance Rover-ის დასახმელეთებელ ადგილად შეირჩა იმის გამო, რომ იქ მეცნიერები სიცოცხლის არსებობის მტკიცებულების პოვნას ვარაუდობდნენ.
ფოტოებზე ჩანს ტალღოვანი დანალექი ქანების ნაშთებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ ოდესღაც ძალიან ძლიერი და ღრმა მდინარის სისტემა იყო.