კანარის კუნძულებზე მოიფიქრეს, თუ როგორ გამოიყენონ ჭარბი ტურიზმი არქიპელაგის განვითარებისთვის: კუნძულებზე დასასვენებლად ჩასულ მოგზაურებს ფულადი შემოწირულობის გაკეთებას შესთავაზებენ.

სისტემა RegNext  ზაფხულის ბოლომდე იმუშავებს კანარის არქიპელაგის ყველა კუნძულზე - მათ შორის ტენერიფეზე, გრან კანარიაზე, ლანსაროტესა და ფუერტევენტურაზე.

თანხის ონლაინ გადარიცხვა შესაძლებელი იქნება ტურის შეძენისას ან ავიაბილეთის დაჯავშნისას. მინიმალური შემოწირულობის ზღვარი არ არსებობს. თანხები გამოყენებული იქნება ბუნებრივი ტერიტორიების აღდგენისთვის, ბიომრავალფეროვნების დასაცავად, ემისიების შესამცირებლად, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასარგებლო პროექტების მხარდასაჭერად.

პროგრამის კიდევ ერთი მიზანია სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა.

ვრცლად 34travel.me – ზე