ადამიანები მარსზე დაშვებას 2040 წლისთვის შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ El Mundo-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს Nasa-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა განაცხადა. მისი თქმით 2040 წლამდე მხოლოდ 17 წელია დარჩენილი, მთვარემდე მიღწევას სულ 3-4 დღე სჭირდება , მაგრამ მარსი გაცილებით შორსაა და მისკენ მოგზაურობისთვის 8 წელია საჭირო. ნელსონი ასევე აღნიშნავს, რომ მარსზე დაშვების შემდეგ ასტრონავტებს პლანეტაზე რამდენიმე წლის გატარება მანამდე მოუწევთ, სანამ პლანეტების პოზიცია მათ უკან დაბრუნების საშუალებას მისცემს.
Space X-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი მიიჩნევს, რომ მარსზე დაშვება ათ წელიწადში არის შესაძლებელი. მანამდე ის გეგმავდა, რომ პირველი სატვირთო მისია ამ პლანეტაზე 2022 წელს გამგზავრებულიყო, ხოლო 2050 წლისთვის იქ 1 მილიონი მოსახლეობის მქონე ქალაქი აშენებულიყო.
მილიარდერი 2018 წლის მარტში აცხადებდა, რომ მარსის შესწავლა მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე უნდა დაჩქარდეს, რათა „ადამიანებმა იქ ცივილიზაციის მარცვალი შეინარჩუნონ,“ ხოლო „შემდეგ ყველაფერი ახლიდან შექმნან და ბნელ დროს გადაახტნენ.“ ამასთან, მასკი თვლის, რომ კაცობრიობა „მრავალპლანეტარული სახეობა" უნდა გახდეს.