ეგვიპტეში, ივნისიდან მოყოლებული ძირითად ტურისტულ ობიექტებზე ექსკურსიების საფასურის გადახდა ექსკლუზიურად საკრედიტო ბარათით არის შესაძლებელი. უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა ტურისტულ ობიექტზე ნაღდი ანგარიშსწორება აიკრძალება.
ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, უნაღდო სისტემის დანერგვა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მეტი ვალუტის შემოდინებას.
„ყველა ტიპის საბანკო ბარათებით გადახდის სისტემა ეტაპობრივად დაინერგება, როგორც ერთიანი ბილეთების შესაძენად ქვეყნის ყველა მუზეუმისა და არქეოლოგიური ძეგლის მოსანახულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი წესები მოქმედებს შემდეგ ობიექტებზე:
- გიზას პირამიდებზე;
- ეგვიპტის მუზეუმში ტაჰრირში;
- სალაჰ ად-დინის ციტადელში;
- ნუბიის მუზეუმში;
- ასვანის დაუმთავრებელ ობელისკსა და ტაძრებში;
– ასკოვანის ყველა დაწესებულებაში.
ამჟამად ამ ობიექტებზე ნაღდი ფულით მხოლოდ სასკოლო ექსკურსიების გადახდაა შესაძლებელი. ეს შეღავათი იმოქმედებს მანამ, სანამ ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო არ დაასრულებს ელექტრონული პორტალის დანერგვას, რომელიც სხვადასხვა სკოლებს სასკოლო მოგზაურობის წინასწარ დაჯავშნის საშუალებას მისცემს.