ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ნაბიჯის გამო, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს შორდება. დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და არსებულ რეპრესიებს დაემატება, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მარტა კოსი საქართველოს პარლამენტის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
„მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“, – წერს მარტა კოსი.