„მენდეთ, ამას მთელი იუმორით ვამბობ - თუ ამერიკულ დემოკრატიას შეუძლია, გრეტა ტუნბერგის 10-წლიან საყვედურებს გაუძლოს, თქვენც შეძლებთ, რამდენიმე თვით ილონ მასკს გადაურჩეთ, - განაცხადა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროპელი ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„მაგრამ რასაც გერმანული დემოკრატია, რასაც ვერანაირი დემოკრატია - ამერიკული, გერმანული ან ევროპული - გადაურჩება, მილიონობით ამომრჩევლისთვის იმის თქმაა, რომ მათი აზრები და მისწრაფებები, მათი შვებისთვის ვედრება უსაფუძვლოა ან არც კი ღირს გასათვალისწინებლად"- თქვა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა.

წყარო: ტაბულა