posterbooking-მა მსოფლიოს ყველაზე დიდი სტადიონების რეიტინგი შეადგინა. 2026 წლის რეიტინგში მოცემულია ის ტოპ 10 სტადიონი, რომელთა ტევადობაც 100 ათასს მაყურებელს აჭარბებს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი სტადიონი სამხრეთ კორეაში მდებარე Rungrado-ა. სტადიონს მაისის ყვავილის ფორმა აქვს და ის 1989 წელს, როგორც ეროვნული ძალაუფლებისა და ზომის სიმბოლოდ იქნა აშენებული.
რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთში მდებარე სტადიონი Narendra Modi Stadium-ია, რომელიც 2020 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ 132 ათას გულშემატკივარს იტევს. „ნარენდრა მოდის“ რეკონსტრუქცია 2015 წელს დაიწყო და თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა და მის განახლებაზე დაახლოებით 110 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
მესამე ადგილზე აშშ-ში მდებარე NCAA-ს კოლეჯის გუნდის, „მიჩიგან ვოლვერინსის“ საფეხბურთო გუნდის საშინაო არენა Michigan Stadium-ია, რომელიც 107 000-ზე მეტ მაყურებელს იტევს.
