სტატისტიკისა და რეიტინგების პლატფორმა Statista-მ 2023 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეობა 28 ქვეყნიდან 80 000-ზე მეტმა სამედიცინო სფეროს პროფესიონალმა მიიღო. დამატებითი მონაცემები მოპოვებული იქნა Newsweek-ისა და Statista-ს ერთობლივი ძალისხმევით.

რეიტინგის მიხედვით, 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოებიდან პირველი ოთხი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ევროპული ქვეყნებიდან ათეულში 3 საავადმყოფო მოხვდა. 

2023 წლის მსოფლიოს ტოპ-10 საუკეთესო საავადმყოფო:

  • Mayo Clinic – როჩესტერი, აშშ
  • Cleveland Clinic – კლივლენდი, აშშ
  • Massachusetts General Hospital – ბოსტონი, აშშ
  • John Hopkins Hospital – ბალტიმორი, აშშ
  • Toronto General – University Health Network – ტორონტო, კანადა
  • Karolinska Universitetssjukhuset – სოლნა, შვედეთი
  • Charité – Universitätsmedizin – ბერლინი, გერმანია
  • AP-HP – Hôpital Universitaire Pitié Salpêtrière – პარიზი, საფრანგეთი
  • Singapore General Hospital – სინგაპური, სინგაპური
  • UCLA Health – Ronald Reagan Medical Center – ლოს-ანჯელესი, აშშ