Henley & Partners-ისა და New World Wealth-ის უახლესი ანგარიშის „მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქები 2023“ მიხედვით, რეიტინგის ლიდერები ჩინეთისა და ამერიკის ქალაქები არიან, ტოპ ათეულში ერთადერთი ევროპული ქალაქი - ლონდონია.
ათეულის ლიდერია ნიუ-იორკი (აშშ), სადაც ამჟამად 340 000 მილიონერი ცხოვრობს;
მეორე ადგილზეა ტოკიო (იაპონია) 290,3 ათასი მილიონერით, ხოლო მესამეზე - სან-ფრანცისკო (აშშ) 285 ათასი მილიონერით.
მეოთხე ადგილი ლონდონმა (დიდი ბრიტანეთი) დაიკავა 258 ათასი შეძლებული მოსახლით, ხოლო მეხუთეზე სინგაპურია 240,1 ათასი მილიონერით.
თუ წინა წელთან შედარებით პირველი ხუთი ლიდერი არ შეცვლილა, მეორე ხუთეულში გარკვეული როტაცია მოხდა. ასე რომ, ლოს ანჯელესმა (აშშ) შეინარჩუნა მეექვსე ადგილი (205,4 ათასი მილიონერი), მაგრამ ჩიკაგო და ჰიუსტონი (ორივე აშშ-ში) ათეულიდან გავიდნენ. ჰონგ კონგი დაბრუნდა ათეულში და მეშვიდე ადგილი დაიკავა (129,5 ათასი მილიონერი). მერვე და მეცხრე ადგილებზე, გასული წლის მსგავსად, პეკინი (128,2 ათასი მდიდარი ადამიანი) და შანხაი (127,2 ათასი მილიონერი) არიან.
ათეულს ხურავს სიდნეი (ავსტრალია), რომელიც ათეულში ახალბედაა (126,9 ათასი მილიონერი). ანალიტიკოსების თქმით, სიდნეი, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული გარეუბნებია, ბოლო 20 წლის განმავლობაში მდიდარი ადამიანების განსაკუთრებით ძლიერი შემოდინებაა და პროგნოზირებულია, რომ 2040 წლისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების ხუთეულში მოხვდება.