მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ათეულში შემავალი მილიარდერების ქონება გასულ ერთ თვეში $260 მილიარდით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას forbes.com აქვეყნებს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციას ტრადიციულად ილონ მასკი ინარჩუნებს, თუმცა საანგარიშო პერიოდში მისი ქონება შემცირდა – დაახლოებით $35 მილიარდით და $782 მილიარდს შეადგენს. მეორე ადგილზე ლარი ფეიჯია, ხოლო მესამეზე სერგეი ბრინი.
Forbes-ის მონაცემებით, 2026 წლისთვის მსოფლიოში 3428 მილიარდერია.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის სიას 2026 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით შემდეგია:
#1 ილონ მასკი
ქონება: $782 მლრდ (-$35 მლრდ)
#2 ლარი პეიჯი
ქონება: $313 მლრდ (+$76 მლრდ)
#3 სერგეი ბრინი
ქონება: $289 მლრდ (+$70 მლრდ)
#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $272 მლრდ (+$49 მლრდ)
#5 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $210 მლრდ (+$14 მლრდ)
#6 ლარი ელისონი
ქონება: $205 მლრდ (+$16 მლრდ)
#7 მაიკლ დელი
ქონება: $177 მლრდ (+$34 მლრდ)
#8 ჯენსენ ჰუანგი
ქონება: $173 მლრდ (+$22 მლრდ)
#9 რობ უოლტონი
ქონება: $150 მლრდ (+$7 მლრდ)
#10 ჯიმ უოლტონი
ქონება: $147 მლრდ (+$7 მლრდ)