გლობალური სავაჭრო სისტემა განიცდის ტექტონიკურ ძვრებს რაც, მომავალი ათწლეულების განმავლობაში, ვაჭრობის საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვების მიმართულებებს შეცვლის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს ცნობით, ასეთი ტენდენციები ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა. ერთის მხრივ, პანდემიის გამო შექმნილი დეფიციტით, ფასების მატებით და მიწოდების შეფერხებით შეშინებული კომპანიები ერთ ქარხანაზე ან ქვეყანაზე თავიანთ დამოკიდებულებას ამცირებენ. მეორეს მხრივ, მთავრობებს, განსაკუთრებით აშშ-სა და ევროპაში, სურთ უზრუნველყონ წვდომა ძირითად მასალებზე, როგორიცაა ნახევარგამტარები და იშვიათი დედამიწის მინერალები იმ შემთხვევაში, თუ გლობალური ვაჭრობა გეოპოლიტიკურ ბლოკებად გაიყოფა.
გლობალიზაციის დასრულებაზე ლაპარაკის მიუხედავად, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საშუალებით, ეკონომიკურმა ინტეგრაციამ შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა ომის, შიმშილისა და პანდემიის წინაშე. ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო ვაჭრობის წილი გლობალურ წარმოებაში ოდნავ შემცირდა. თუმცა, ING Groep NV-ის ბოლო ანალიზის მიხედვით, 2006 წლის შემდეგ არ მომხდარა მნიშვნელოვანი ცვლილება უფრო დიდი სავაჭრო ღიაობისკენ.
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის ინდუსტრიული უფსკრულის შესახებ სპეკულაციები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ჩინური საქონლის იმპორტმა 2022 წელს ყველა დროის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, არსებობს ნიშნები, რომ აშშ-ს ტარიფები სავაჭრო ტენდენციებს ცვლის.
პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომლის - ჩად ბონის, თქმით - ჩინეთიდან საქონლის იმპორტი შარშან, 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 14%-ით შემცირდა
„ბოლო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ს ტარიფებმა, ექსპორტის შეზღუდვამ ამერიკული კომპანიები იმპორტის დივერსიფიკაციასა და ჩინეთზე უარის თქმის საჭიროებაში დაარწმუნა“, - წერს Bloomberg-ი.
ჩინეთის იმპორტის საერთო წილი შეერთებულ შტატებში დაახლოებით 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2018 წლიდან.
იმავდროულად, მექსიკა ჩნდება, როგორც ჩინეთის მთავარი ალტერნატივა აშშ-სთვის. ინტეგრირებული ლოგისტიკური კავშირები შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის და შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი USMCA-ს ფარგლებში ხელს უწყობს ინვესტიციების შესაძლებლობას. „იმპორტიორები და ზოგიერთი ჩინელი ექსპორტიორიც კი, რომელიც ცდილობს მათი მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას, ჩქარობს მექსიკაში ინდუსტრიული სივრცის ხელში ჩასაგდებად, რომელმაც 2022 წელს 97.5%-ს მიაღწია.
ამასთან ერთად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მცდელობებმა, ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით, შედეგი გამოიღო და აშშ-ს უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ევროპიდან იმპორტზე, ვიდრე ჩინეთიდან.
ტრანსფორმაციას, რომელსაც ზოგი „ხელახალ გლობალიზაციას" უწოდებს, წლები დასჭირდება და ვაჭრობის მონაცემები მხოლოდ ახლა იწყებს წარმოდგენას რა ცვლილებია მოსალოდნელი, ვინ დარჩება მოგებული და ვინ წაგებული, წერს Bloomberg-ი.