მსოფლიო ბანკმა (WB) 2023 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, იანვრის 1,7%-დან, 2,1%-მდე გააუმჯობესა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

ამას გარდა, მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშში „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ ნათქვამია, რომ გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 2024 წელს 2,7%-დან 2,4%-მდე შემცირდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს განვითარებული ეკონომიკის ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად შემცირდება.

განვითარებულ ეკონომიკებში, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2023 წელს ზრდა შენელდება მხოლოდ 0,7%-მდე, 2022 წლის 2,6%-თან შედარებით. კერძოდ, აშშ-ის მშპ-ს ზრდის ტემპი 2023 წელს 1,1%-მდე და 2024 წელს 0,8%-მდე შემცირდება. მიზეზებს შორის მსოფლიო ბანკმა აღნიშნა გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში განაკვეთების მკვეთრი ზრდის ეფექტი. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგიის მაღალი ფასების გამო, ევროზონაში, 2023 წელს, 2022 წლის 3,5%-ის შემდეგ, ზრდა მხოლოდ 0,4% იქნება,

განვითარებადი ეკონომიკებისთვის (ჩინეთის გამოკლებით) პროგნოზი უკეთესია, მაგრამ ასევე ჩამოუვარდება 2022 წლის მაჩვენებლებს: 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,1%-ის შემდეგ 2,9%-ია. განვითარებადი ქვეყნებისთვის სესხების მოზიდვის პირობები სულ უფრო მკაცრდება: ამ კატეგორიის ყოველ მეოთხე ქვეყანას, ფაქტობრივად, უკვე დაკარგული აქვს წვდომა საერთაშორისო ობლიგაციების ბაზრებზე, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.