2023 წლის სამი კვარტალის განმავლობაში გლობალური ავტომობილების წარმოებამ შეადგინა 66,930,442 ერთეული. ავტომობილების მწარმოებელთა მსოფლიო ორგანიზაციის (OISA) მონაცემებით, ეს 10%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

ამ რაოდენობიდან ყველაზე დიდი წილი - 47 962 217 ერთეული, მსუბუქი ავტომობილებზე მოდის (+10%).

წარმოებული მსუბუქი კომერციული მანქანები - 15,992,426 ერთეულია (+10%); დიდი სატვირთო მანქანები - 2,754,941 ერთეული (+10%); ავტობუსები - 220 858 ერთეული (+30%).

ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილეს ავტომწარმოებელად რჩება, სადაც 9 თვეში 21 მილიონზე მეტი ერთეული იქნა წარმოებული, რაც 7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით;

მეორე ადგილს იკავებს აშშ, 8,1 მილიონზე მეტი ერთეულით (+9%);

მესამეზეა იაპონია - თითქმის 6,6 მილიონი ერთეულით (+16%).

ასევე პირველ ხუთეულშია: ინდოეთი - 4,5 მილიონი ერთეულით (+8%) და სამხრეთ კორეა - 3,2 მილიონი ერთეულით (+17%).