MSCI Inc. საფონდო ინდექსების (developed markets) გაანგარიშებისას საბერძნეთს განვითარებული ბაზრების კატეგორიაში დააბრუნებს. ცვლილებები ძალაში 2027 წლის მაისში შევა, – ნათქვამია ინდექსის პროვაიდერის განცხადებაში.
ქვეყანა განვითარებადი ბაზრების(emerging markets) კატეგორიაში გადაყვანილი იქნა 2013 წელს, ვალის კრიზისის პიკზე. საბერძნეთი ევროზონაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც განვითარებული ქვეყნების კატეგორიაში არ შედის.
MSCI-მ რეკლასიფიკაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან 2026 წლის იანვარში დაიწყო. მათმა უმეტესობამ ქვეყნის განვითარებადი ბაზრის კატეგორიაში დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
MSCI-ის გადაწყვეტილება საბერძნეთის ხანგრძლივი ვალის კრიზისიდან გამოსვლის გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რამაც თითქმის ევროზონიდან გასვლამდე მიიყვანა და სამი საერთაშორისო დახმარების პროგრამა მოითხოვა, რომელთა ჯამური ღირებულება 240 მილიარდ ევროს აჭარბებდა.